logo
ENG



კობახიძე კითხვას, “არის თუ არა რუსეთი მტერი” "სპეკულაციურს" უწოდებს და არ პასუხობს

19 მაი 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე კითხვას, “არის თუ არა რუსეთი მტერი” "სპეკულაციურს" უწოდებს და არ პასუხობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი" "სპეკულაციურს" უწოდებს და არ პასუხობს.

კობახიძის თქმით, ჟურნალისტის მიერ დასმული ეს კითხვა "მიანიშნებს, რომ არსებობს ლოკალური ომის პარტია, რომელის ყველაფერს აკეთებს ესკალაციისთვის და საქართველოს უკრაინიზაციისთვის".

"ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანია ესკალაცია და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის ლოკალური ომის პარტია, რომელიც აკეთებს ყველაფერს ესკალაციისთვის და იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ოკუპანტი არის, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. არის ლოკალური ომის პარტია, თქვენი ტელევიზიაც [მთავარი არხი] განეკუთვნება ლოკალურ ომის პარტიას, თქვენი მიზანია ესკალაცია, ქაოსი, მეორე ფრონტი და ამიტომ ისმევა ასეთი კითხვები", - ამბობს კობახიძე. 

 

 

 

 


close დახურვა